გადაიტანეთ თქვენი ბიზნესის იურიდიული მისამართი წალენჯიხაში - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

გადაიტანეთ თქვენი ბიზნესის იურიდიული მისამართი წალენჯიხაში - წერს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და აანონსებს, რომ მალე წალენჯიხის განვითარების ფონდის ანგარიშიც გაიხსნება:

"მოვუწოდებ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს! კალაძის კორუფციის დაფინანსების ნაცვლად და თბილისის კი არა, მისი ჯიბის ბიუჯეტის გამდიდრების ნაცვლად, გადაიტანეთ თქვენი ბიზნესის იურიდიული მისამართი წალენჯიხაში და ერთად ავაშენოთ თავისუფალი ხალხის თავისუფალი ტერიტორია!

მივმართავ საქართველოს ყველა თავისუფალ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ემიგრანტებს: მალე გაიხსნება წალენჯიხის განვითარების ფონდი და ყველამ ჩავრიცხოთ რამდენიც შეგვიძლია!

განვითარება თავისუფალი ხალხის თავისუფალ ქალაქს! დავეხმაროთ წალენჯიხას და ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას განსხვავება ქოცურ საქართველოსა და ნამდვილ საქართველოს შორის!!!" წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის იურიდიული მისამართი სწორედ წალენჯიხაში იქნება.

სწორედ წალენჯიხაა ერთადერთი ქალაქი, სადაც მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი