
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება შიმშილობასთან დაკავშირებით დასაფასებელია და ის ხოშტარიას სოლიდარობას უცხადებს.
ხერხეულიძე ამბობს, რომ შესაძლოა, ელენე ხოშტარიას სხვა ადამიანების შეუერთდნენ, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.
"ელენეს გადაწყვეტილება გახლავთ მამაცური მოქმედება და საქციელი, როგორც ერთი ადამიანის და მოქალაქის, თავისთავად ვუცხადებ სოლიდარობას. მომწონს ბრძოლის ეს ფორმა, უბრალოდ, თუ მკითხავთ, მე რატომ არ ვუერთდები ამ აქტს, გეტყვით, რომ მე მაქვს კონკრეტული საქმეები ჩემი, რომელიც არ გადაბარდება და ვერ გადაბარდება ვერავის და ყველას ჩვენი როლი გვაქვს ამ ბრძოლაში. შესაძლებელია ელენეს შეუერთდნენსხვა ადამიანები და არ გამოვრიცხავ, ისინი იყვნენ ჩვენი კოლეგები, თუმცა არ ვხედავ ამის აუცილებლობას. ელენეს ბრძოლა არის ძალიან დასაფასებელი და მისასალმებელი",-თქვა ეკა ხერხეულიძემ.
ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერმა განაცხადა, რომ ის პარლამენტის შენობაში პროტესტის ნიშნად, შიმშილობას იწყებს.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის შიმშილობას არ შეწყვეტს, მანამ სანამ, მესამე პრეზიდენტს კლინიკაში არ გადაიყვანენ.