სტრატეგია აღმაშენებლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდაზე, ირაკლი გოგუაძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს. ის შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში არ გადაიყვანენ.
ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერმა განაცხადა, რომ ის პარლამენტის შენობაში პროტესტის ნიშნად, შიმშილობას იწყებს.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის შიმშილობას არ შეწყვეტს, მანამ სანამ, მესამე პრეზიდენტს კლინიკაში არ გადაიყვანენ.