"საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოს, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო"... | ნიკა გვარამიას ემოციური მიმართვა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოს, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო" - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელი და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მან ელენე ხოშტარიას სახელი ვერ გაიხსენა. 

მაშინ უკვე როდესაც მან მითხრა, რომ გეხვეწები, საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოს, ვინ გოგოს-მეთქი, აი ძაან მაგარი გოგო რომ არის, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო. ლაკას-თქო? და ხო, წარმოგიდგენია, ვერ ვიხსენებ უკვე სახელებსო და ასე დაავიწყდა რამდენიმე სახელი. 

ეს არ არის ქვეყანა. და ჩვენ მიშას არ დავკარგავთ არცერთ შემთხვევაში, პირობას ვაძლევ, ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები პირადად. ეს არ მოხდება არავითარ შემთხვევაში. და მეორე, საქართველოს საპატრიარქოს მივმართავ და პირადად საქართველოს პატრიარქს ვთხოვ, შემხვდეს პირადად და მე მას მინდა დაველაპარაკო პირადად და მოვისმინო მისგან პასუხი და უნდა ვუთხრა მის მრევლს, მიხეილ სააკაშვილს. რისი იმედი უნდა ჰქონდეს მას, მისი სამყწსოს მეთაურისგან. ეს ის შემთხვევა არ არის, რომელსაც ძალიან უყვარს გლოვა და მიცვალებულები, მივცემთ გლოვის შესაძლებლობას. არა! 

მადლობა ლაკას, ბოდიში, რომ ეს ამბავი ვთქვი, მიშასთანაც და ლაკასთანაც მაგრამ ყველა სახელს გაიხსენებ, ყველაფერს გავაკეთებთ, გარეთ გამოვალთ და გავათავისუფლებთ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი