"ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, სრული ნონსენსია" - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, სრული ნონსენსია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

თქვა, რომ შიმშილობას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რაც, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას არ აქვს:

ის დანაშაულები, რისთვისაც აქვს შეფარდებული მსჯავრი სააკაშვილს, მოხდა საზოგადოების თვალწინ, აქედან გამომდინარე არ აქვს მას ობიექტური მოთხოვნის საბაბიც კი... და შემდეგ ვიღაცა ხოშტარია შიმშილობს იმისთვის, რომ სააკაშვილმა არ იშიმშილოს, ეს საერთოდ სრული ნონსენსია და კომიკური ჟანრია, - ამბობს კობახიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის ციხეში უკვე 35 დღეა შიმშილობს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი