"ეს არის ქვეყნის და საპატრიარქოს სახე!" - სალხინოში განვითარებული მოვლენების გამო, მუსიკალური ფესტივალი "კამერატა" ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

სალხინოს მონასტერში ხმაურისა და დაპირისპირების გამო, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი "კამერატა" ჩაიშალა.

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, საპატრიარქოსთან და ხელისუფლებასთან შეთანხმებული იყო, რომ სამართალდამცველების შეჭრა მონასტერში ღონისძიების დროს არ მოხდებოდა, თუმცა შეთანხმება დაირღვა.

"7 წელიწადია ამ ტერიტორიაზე ტარდება საერთაშორისო კამერული მუსიკალური ფესტივალი, უცხოელი მონაწილეები არიან ჩამოსული და რა გვინდა, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ ცირკი?! საპატრიარქომ მოგვცა პირობა, რომ ეს სამი დღე, როცა ფესტივალი უნდა გამართულიყო, არაფერი მოხდებოდა. ჩვენ ჩვენი საფესტივალო ინვენტარი უკვე შევიტანეთ დადიანების სასახლეში. ეს არის ტყუილი, ეს არის სახე ნამდვილად ქვეყნის და საპატრიარქოსი. ჩვენ პირობა მოგვცეს, რომ სამი დღე არაფერს უწყვეტდათ", - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ბექა ჯუმუტია.

შეგახსენებთ, სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია. გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მრევლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 5 სასულიერო პირი დააკავეს და მარტვილის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. 

სასულიერო პირებს მონასტერში ამ დრომდე არ უშვებენ. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმი და პოლიციის დანაყოფები იმერეთიდან ჩაიყვანეს.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი