რატომ შევიდა სასწრაფო დახმარების ავტომობილი რუსთავის ციხეში - პენიტენციურის განმარტება

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილი შევიდა.

პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, რომ ეკიპაჟის შესვლა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უკავშირდება.

მათი განმარტებით, ეს იყო რევაქცინაციასთან დაკავშირებული ექიმების როტაცია. უფრო კონკრეტულად, ამ ტერიტორიაზე, გარდა მე-12 დაწესებულებისა, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ასევე მე-16 დაწესებულებაც მდებარეობს და სწორედ იქ იყვნენ ექიმები შესულები პატიმრების რევაქცინაციისთვის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შიმშილობის 36-ე დღეს მისი ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი უაღრესად სუსტად გამოიყურება. მათივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ისევ ითხოვს მოქმედი კონსილიუმის რეკომენდაციების შესრულებას და ალტერნატიული კომისიის წევრების მასთან შეშვებას.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი