პოსტპანდემიური ბიუჯეტი - საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის

გამოქვეყნდა:

პოსტპანდემიური ბიუჯეტი და დავირუსებული საქართველოს ეკონომიკა - 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი, უკვე ცნობილია.

კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, რეკორდულად იზრდება საგარეო და შიდა ვალი, პარალელურად კი მინიმალურად მცირდება, ხელისუფლების პირადი კომფორტისთვის გათვლილი თანხა, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიის და ეკონომიკური ვარდნის პირობებში, უკიდურესად გაუჭირდება მოსახლეობას, ჩინოვნიკები კი ისევ ფუფუნებაში იცხოვრებენ. 

გვჭირდება დამატებით თანხები, რომ დავაფინანსოთ ის პროგრამები, რომელიც ამ ვირუსის პერიოდში ადამიანებისთვის გვჭირდება და სხვადასხვა ბუნებრივია ეს იწვევს ჩვენი საგარეო დავალიანებების ზრდას, - ამბობს, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. 

ამ დროისთვის, საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის. 30 მილიარდი ლარი იქნება საქართველოს მთავრობის საგარეო და შიდა ვალდებულებები. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ საგარეო ვალი უყაირათოდ დაიხარჯება. 

ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც ცვლილებები იქნება შეტანილი, პარლამენტში 5 ივნისს განიხილება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი