აქცია-პერფორმანსი ​ბათუმში - ენმ-ის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან გალია მიიტანეს

გამოქვეყნდა:

აქცია-პერფორმანსი აჭარის მთავრობის სახლთან - "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა ადგილზე გალია მიიტანეს.

მათ გალიის დადგომა მთავრობის სახლის შესასვლელთან სურდათ, თუმცა სამართალდამცველები ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ​

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პერფორმანსი მაინც გამართეს, გალიის კარი გააღეს და აღნიშნეს, რომ ეს სიმბოლური აქცია იყო. მათი თქმით, ციხის კარი მალე გაიღება და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

"ეს არის აგონიაში ჩავარდნილი ქართული ოცნების სახე. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს გარეთ და მას ჰქონდეს პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება, ამისთვის ყველანაირ აქციას და ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 36-ე დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი უაღრესად სუსტად გამოიყურება. მათივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისევ ითხოვს მოქმედი კონსილიუმის რეკომენდაციების შესრულებას და ალტერნატიული კომისიის წევრების მასთან შეშვებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი