ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოუშვან და მისცენ საშუალება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა - დევიდ სმიტი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი ანალიტიკოსი, ამერიკის მთავრობის ყოფილი მრჩეველი დევიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს "მთავარ არხთან" ინტერვიუში ეხმაურება და ამბობს, რომ მას საქართველოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საშუალება:

"შეიძლება მას ვინმე არ ეთანხმებოდეს რამეში, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობის ადამიანი უჭერს მხარს და ამ სიტუაციიდან ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, რომ ის ციხიდან გამოუშვან და მისცენ საშუალება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა" - ამბობს დევიდ სმიტი "მთავარ არხთან" საუბრისას.

ვრცლად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი