"სახეზე გვაქვს მიხეილ სააკაშვილის ჩაფიქრებული მკვლელობა... ხვალ მთელ მსოფლიოს ძალიან მძლავრი ხმა უნდა გავაგონოთ" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"სახეზე გვაქვს მიხეილ სააკაშვილის ჩაფიქრებული მკვლელობა... ხვალ მთელ მსოფლიოს ძალიან მძლავრი ხმა უნდა გავაგონოთ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

ამბობს იმასაც, რომ საპროტესტო აქცია თბილისშიც აუცილებლად გაიმართება. 

ხვალ 5 საათზე ვიკრიბებით რუსთავის ციხესთან და იქნება ბევრად უფრო მასშტაბური აქცია, ვიდრე გამართულა დღიდან ბიძინა ივანიშვილის უკანონო პატიმრობისა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებულია.... 

არ არის სხვა ალტერნატივა, თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უახლოეს პერიოდში. დრო იკარგება, დრო, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგვიჯდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის. თბილისში გასამართი აქცია, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ამ ყველაფერს იხილავს საზოგადოება. მე მინდა მიხეილ სააკაშვილი იყოს ცოცხალი. 

და თუ ახლა ხელისუფლება ელოდება, როდის ჩავარდება მიხეილ სააკაშვილი კოლაფსში და ამის შემდეგ გადაიყვანენ. ვიდრე დამდგარა ეს უმძიმესი რეალობა, რაც ნამდვილად არავის არ უნდა გვინდოდეს, გარდა არაკაცების ხელისუფლებისა, სახეზე გვაქვს ჩაფიქრებული, განზრახული მკვლელობა მიხეილ სააკაშვილისა... ხვალ ჩვენ გინდა ძალიან მძლავრი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, - ამბობს ნიკა მელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი