უცხოელი ბიზნესმენები და იურისტები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. საერთაშორისო სავაჭრო პალატის ლიდერი და მისი თანაგუნდელები "ქართული ოცნების" ხელისუფლებას უკიდურესად მძიმე ფორმით აკრიტიკებენ.
ფადი ასლი, ბიზნესმენი რომელიც საუკუნის მეოთხედია საქართველოში ცხოვრობს და საქმიანობს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს პირდაპირ ადანაშულებს ქვეყნის ეკონომიკურ სტაგნაციაში, კრიმინალის გაძლიერებასა და რუსეთის ინტერესებში მოქმედებაში.
სავაჭრო პალატის წევრი ბიზნესმებები დარწმუნებით ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ახლა უკვე ძლაუფლების უზურპაციის ისეთ ფაზაშია, როდესაც ხელისუფლებას ნებით არ თმობენ.