გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს 4 წლის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

გორის პოლიციის თანამშრომელს 4 წლის ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მძიმე ბრალდებას გურამ ზარქუას სავარაუდო მსხვერპლის მამა უყენებს და სამართალდამცველის დასჯას ითხოვს.

ზარქუა გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელია. მცდელობის მიუხედავად, ის "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობს.

რაც შეეხება სავარაუდო მსხვერპლის მამას, ის ამბობს, რომ გურამ ზარქუა მისი ყოფილი მეუღლის მეგობარია და მის არასრულწლოვან შვილთან ყოველდღიური შეხება აქვს. მისი თქმით, მომხდარზე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ მოუხდენიათ.

"გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გურაბ ზარქუა, ზედმეტსახელი ჰქვია "ბიჭიკო", ჩემ შვილზე ახორციელებს ძალადობას სისტემატიურად. ადის ჩემ ყოფილ მეუღლესთან და 4 წლის ბავშვზე ახდენს სისტემატიურად ძალადობას. ყოფილა შემთხვევები, რომ ღამე ბავშვს აგდებდა სახლიდან და ბავშვი რომ დედამისთან ნამტირალევი მივიდოდა და ეფერებოდა, იმასაც კი უშლიდა“, - თქვა სავარაუდო მსხვერპლის მამამ.

მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტზე დროულ რეაგირებას არ მოახდენს, გორის პოლიციის წინ თავს დაიწვავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი