რუსთავში, აქციის ორგანიზატორებსა და სამართალდამცველებს შორის შეთანხმება შედგა. სცენას გარდაბნის გზის მხარეს დადგამენ.
ენმ-ს წარმომადგენლებმა სამხარეო პოლიციის უფროსისგან მიიღეს დაპირება, რომ წაღებულ ტექნიკას უკან დაუბრუნებენ.
შეგახსენებთ, პოლიციამ ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებს სცენის აწყობის საშუალება "ციხის უსაფრთხოებიდან" გამომდინარე არ მისცა, რის შემდეგაც ინვენტარი ტერიტორიიდან წაიღეს. ადგილზე დაპირისპირებაც იყო.
რუსთავის ციხესთან აქცია დღეს 17 საათზეა დაანონსებული.