
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ, ბექა ბასილაიას მიმართავს და სთხოვს, რომ 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მისი დასწრება მოითხოვონ.
გიგი უგულავამ პოსტი Facebook-ზე მას შემდეგ დაწერა, რაც იუსტიციის მინისტრმა "მკაცრი რეკომენდაცია" გასცა, რომ 10 ნოემბერს სასამართლო პროცესი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარდეს.
"10 ნოემბერს, რომ მიშას პროცესს ციხეში გადამალულად ატარებენ, მაგ საქმეზე მეც ვარ ბრალდებული. მოითხოვე რომ ვაპირებ დავესწრო მაგ ე.წ. პროცესს. აბა ერთი უარი მითხრან",- წერს გიგი უგულავა.
"მკაცრი რეკომენდაცია იქნება, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში" - ეს განცხადება მინისტრმა ბრეგაძემ გუშინ, პირდაპირ ეთერში გააკეთა.