ქართველ ფერმერთა უმრავლესობა ტრაქტორებზე 50%-იანი ფასდაკლების გარეშე დარჩა - ოცნების მორიგი პიარსვლა

გამოქვეყნდა:

ფერმერებმა ვერ შეძლეს პროექტში ჩართვა, რომელიც საშუალებას მისცემდათ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესაძენად  50%-იანი დაფინანსება მიეღოთ - განაცხადების მიღების დაწყებიდან ნახევარ საათში პროცეში შეწყდა.  

ოცნების მორიგი პროექტი მხოლოდ პიარზე აღმოჩნდა გათვლილი. პრემიერ მინისტრის საჯარო განცხადების შემდეგ ფერმები რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ მთავრობის დახმარებას, თუმცა უშედეგოდ. არავინ იცის, ვინ ვინ მიიღო მთავრობის დაფინანსება და საერთოდ არსებობს თუ არა იმ ფერმერთა სია, ვინც ხელისუფლების მხარდაჭერით საჭირო ტექნიკის შეძენას შეძლებს.

იაგო ბიტარიშვილს, რომელსაც წლებია  ჩარდახში ღვინის მეურნეობას აქვს, ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე მზად ჰქონდა, რომ მძიმე ტექნიკის თანადაფინანსების მოთხოვნაზე განაცხადი შეევსო, თუმცა პროგრამაში ვერ მოხვდა. 

თითქმის ყველა მიესალმა, მათ შორის მე, როდესაც დაანონსდა ასეთი ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობაში და ამ გეგმაში ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეს ტექნიკის პროგრამა, რადგან ეს სოფლის მეურნეობის აქილევსის ქუსლია, - ამბობს მეღვინე იაგო ბიტარიშვილი.  

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში პროგრამა  2020 წლის 14 მაისს დამტკიცდა, განაცხადების მიღება კი, 29 მაისის 14:00 საათზე დაიწყო და სულ რაღაც 2 საათში ამოიწურა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი 6 მილიონი ლარის გადანაწილება 300 ფერმერზე მოხდა.

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს შეეძლოთ 50%-იანი დაფინანსება მიეღოთ, მაგრამ როგორ მოხდება ეს და რატომ იყო რეგისტრაციის დრო შეზღუდული, ოპოზიციისთვისაც გაუგებარია. 

ეს პროგრამა, რომელიც ახლა დამატებით წარმოადგინეს და ვითომ ფერმერების დახმარების არის და მექანიზაციის გადაცემას გულისხმობს, მორგებულია ისევ ქართული ოცნების აქტივისტბზე და მათ შინაურებზე. ჩვენ კონკრეტულ მაგალითებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

პანდეემის პირობებში ფერმერების ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა გაუგებარია, როგორ შეძლებს ქვეყანა მხოლოდ 300 ფერმერით სოფლის მეურნეობის გადარჩენას. ტექნიკის გარეშე დარჩენილი მეწარმეები გამოსავალს ვერ ხედავენ და მიიჩნევენ, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმაც ისეთივე ნოუჰაუა, როგორც დახმარების სხვა პროგრამები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი