
კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც პენიტენციურის გავრცელებული კადრების პასუხად, მის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ უფრო ყველა დარწმუნდა რომ ის ნამდვილად შიმშილობს, გარდა ამისა დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მედპერსონალს, რომელთა დანიშნულებითაც იღებდა მესამე პრეზიდენტი საჭირო ვიტამინებს და ამით არ დარღვეულა შიმშილობის პროტოკოლი:
ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი გუშინდელი დღიდან უარს აცხადებს იმ მინერალებისა და ვიტამინების მიღებაზეც, კი, რომელიც გათვალისწინებულია შიმშილობის პროტოკოლით და ეს მას შემდეგ, რაც მინისტრი ბრეგაძე და "ოცნების" წარმომადგენლები მათ კონტროლირებად მედიასაშუალებებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის "ფაფების ჭამაზე" ალაპარაკდნენ.
კადრები კი პენიტენციურმა გუშინ, 6 ნოემბერს "მაღალი საზოგადოებრივი" ინტერესიდან გამომდინარე გამოაქვეყნა და ამტკიცებს, რომ ციხის სამედიცინო ნაწილში, ექიმების თანდასწრებით, მიხეილ სააკაშვილი "იკვებება".
იქამდე კი პენიტენციურისგან რადიკალურად განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრის შემდეგ უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.
ომბუდსმენის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რო მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა.
ამავე თემაზე: