თუ არ გაემიჯნება ციხის სამედიცინო პერსონალი, ისინი დანაშაულის თანამონაწილე ხდებიან - მარიამ ჯიშკარიანი კადრებზე და განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, რა თქმა უნდა, შიმშილობის სტატუსი ვერ ირღვევა და არ ირღვევა", - ასე აფასებს ცენტრ "ემპათიას" თავმჯდომარე მარიამ ჯიშკარიანი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის "კვება" ჩანს. 

როგორც ჯიშკარიანი ამბობს, ამ კადრების გავრცელებით, უწყებამ მთელი რიგი კანონმდებლობა დაარღვია, ასევე, ადგილი ჰქონდა, სამედიცინო პერსონალის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას. 

"აღნიშნულ კადრების გავრცელებით, რა თქმა უნდა, დაირღვა პაციენტის უფლებები, პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონი, ასევე, საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონი და გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტები. ეს გახლავთ, წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დებულება, ციხეების ჯანდაცვასთან დაკავშირებით, რომლებითაც ნებისმიერი ვიზუალური თუ აუდიო მიყურადება არის კატეგორიულად დაუშვებელი სამედიცინო დაწესებულებაში, სამედიცინო მანიპულაციის ჩატარების დროს.

რაც შეეხება თვითონ რაც ვიხილეთ ეს არის სამედიცინო მანიპულაცია, ამით, რა თქმა უნდა, შიმშილობის სტატუსი ვერ ირღვევა და არ ირღვევა. სამედიცინო პერსონალის მხრიდან აქ არის უფლებამოსილების გადამეტება, მთელი რიგი კანონდარღვევა. თუ არ გაემიჯნება ციხის სამედიცინო პერსონალი იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის განცხადებებს, შესაბამისად, ისინი თანამონაწილეები ხდებიან დანაშაულში", - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი