შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც Facebook-ზე ყალბი გვერდი შექმნა, რომლის საშუალებითაც, მოქალაქეებს ატყუებდა თითქოსდა დაბალპროცენტიან სესხს გასცემდა და მოქალაქეების საბანკო მონაცემებს აგზავნინებდა.

მონაცემების მიღების შემდეგ კი მოქალაქეების თანხას, ტოტალიზატორის ანგარიშზე რიცხავდა. 

უწყების ინფორმაციით, 1998 წელს დაბადებული ლ.შ., წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.შ.-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნა გვერდი, რომლის საშუალებითაც მას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავდა, თითქოს დაბალპროცენტიან სწრაფ სესხებს გასცემდა. დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ. შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ, ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით ანაღდებდა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება, სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი