პარლამენტში შიმშილობის მე-5 დღეს "დროას" ლიდერი შეუძლოდ გახდა. პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ექიმების შეფასებით, საჭიროა გაკეთდეს გადასხმა და დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა. ელენე ხოშტარია სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ არც გადასხმის გაკეთებას და არც მედიკამენტების მიღებას არ აპირებს.
ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პოლიტიკოსს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, უკვე მე-5 დღეა ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ამავე თემაზე: