ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - "ოცნების" ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. 

ხელისუფლებას ულტიმატუმი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წაუყენა. რუსთავის ციხესთან გუშინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. პოლიტიკოსების, მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო. 

ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელისუფლების მიერ ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 8 ნოემბერს 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება.

სავარაუდოდ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართავს ნიკა მელია საგანგებო ბრიფინგს, რაც 21:00-ზეა ჩანიშნული. 

მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ შიმშილობის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მიხეილ სააკშვილი უკვე 38 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ექიმების კონსილიუმმა გასცა. 

მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას. ამასთან, ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, მას გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ექიმები და სახალხო დამცველი ამბობს, რომ დაწესებულება არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ამასთან სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთის უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენს: "N12 პენიტენციური დაწესებულების კატეგორიის პატიმრის მოთავსება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას სხვა პატიმრებთან შესაძლოა ჰქონდეს გადაკვეთა, წარმოშობს როგორც N18, ისე N8 დაწესებულების დეზორგანიზაციისა და უსაფრთხოების რისკებს",-აღნინშულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც 4 ნოემბერს გავრცელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი