თუ მესამე პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას-დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება - დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ. 

გთავაზობთ მიმართვას უცვლელი ფორმით: 

"ჩვენ, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ბრიტანეთისა და საქართველის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები და საქართველოს მეგობრები გამოვხატავთ  უკიდურეს შეშფოთებას რუსთავის ციხეში მოშიმშილე  საქართველოს მესამე პრეზიდენტის არაჰუმანური მოპყრობის გამო. ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას, პირველ ყოვლისა, ბრიტანეთისა (Amnesty International, Human Rights Watch, United Nations Association UK) და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს (Human Rights Without Frontiers International, UN Watch და სხვა) .

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლების დარღვევა დაუშვებელია და საქართველოს მთავრობამ მტკიცედ უნდა დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელმოწერილი ვალდებულებები .

ჩვენ ვითხოვთ, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი სავსებით ლეგიტიმური და ადამიანური  მოთხოვნა. ამის პრაქტიკა კი უკვე არსებობს, საქართველოში ყოფილა შემთხვევები, როცა თხოვნის საფუძვლზე ზოგიერთი პატიმარი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ. 

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მოშიმშილე პრეზიდენტი მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. 

და თუ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული და მესამე პრეზიდენტის შიმშილობა ფატალურად დასრულდება, ჩვენ მივმართავთ უკიდურეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის კანონის ფარგლებში არსებულ პროტესტის ზომებს.  

იმედი გვაქვს თქვენი საშუალებით ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი საქართველოს მთავრობისთვის ნათელი გახდება",- ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერს:

ქეთევან კალანდაძე    
მარიამ მალაზონია    
მაია იაშვილი-ნიკოლსონი
ავთანდილ ხარატიშვილი
ზაზა ფულარიანი    
ანა მირონოვა
გუგა პატასური    
ია სელაური
შოთა ფულარიანი    
ქეთევან დარციმელია 
პაატა ჩობალაური    
ეკატერინე მამუკაშვილი
გიორგი მაისურაძე    
ზურაბ ბაბიშვილი
მამუკა ბაკურია        
მარი გვარმიანი
დავით მორჩილაძე    
მანანა გოგაშვილი    
გიორგი ვერელი ქუტიძე    
ქეთევან ჯაფარიძე
სოფიო ჭანიშვილი    
თამარა იოსელიანი
გოჩა ნონიაშვილი    
ნატალია ვილკინსონი
ნათაია კანდელაკი
დავით მჭედლიშვილი
როზა ოზოევა
მარიამ ჩერქეზიშვილი
სალომე არჯევანიძე
ლელა ჯიოევი
ნინო ნინუა
ლაშა გოგოტიძე
ნინო ბექაური
თეონა ბექაური
მანანა გოგიტიძე
კატერინა ლასჩენკოვა
ზაზა ოქუაშვილი
სოფიო პირველი

მაია გაბრიჭიძე
თეა ბუთხუზი
ნინო ჭანტურიშვილი
სოფია გიგანი
იზოლდა ურდულაშვილი
გიორგი ჩიქოვანი
მარიამ პაპიაშვილი
იოსებ კვანტრიშვილი
თამთა თურმანიძე
პიტერ რადერფორდი
დავით გუნია
მაკა ნაცვლიშვილი
რევაზ გვაძაბია
სოფი ფილიპატოუ
ლიზი შველიძე
ირმა კეჩეჩიდი
ქრისტინა შველიძე
დეკანოზი ილია ჭიღლაძე
რუსუდან კვარცხელია
ირმა გიორგაძე
თეონა ჭუმბურიძე
არჩილ კუპრეიშვილი
ლიანა გაბელია
გიორგი დადუნაშვილი
მათიუ რადკლიფი
თამუნა გობიაძე
მაია ტაბიძე
იამზე შალოშვილი
რამაზი ჩუგუაშვილი
ნინო ტრანტინელა
ჟან-ქრისტო ტრანტინელა
ნინო ლესელიძე
ჯამბული დადუნაშვილი
ლუნა დადუნაშვილი
ლევან ჯიხვაძე
მევლუდ ჯიხვაზე
მანანა ჩიკვინაძე
კრისტოფერ თეოდოროუ
ჯიმ ჯენკინსი


სოფი ჯენკინსი
ამბერ ჯენკინსი
დავით უშარაული
ქეთევან აფრიამაშვილი
სოსო ნათენაძე
მარინა საათაშვილი
ბაქარი გბარბაქაძე
იორგი ნონიაშვილი
გვანცა წერეთელი
ზურაბ წერეთელი
დავით დონღუზაშვილი
ლიკა ჩამბერსი
მარიამ მადაშვილი
გიორგი ცალანი
ქეთევან ცანკაშვილი
გიორგი ცანკაშვილი
მაია გოგოძე
ზაზა სულავა
რუსუდან სულავა
ირინა ხანიაშვილი
თეო ჩაჩანიძე
ნინო გახოკიძე
გუჯა გულიშვილი
ლუკა კავარცხელია
მაიკლ სიმენსი
მარკო ლიზარდო
ხათუნა ფირცხალავა
თამარ ვარდიაშვილი
ლელა ბურდიაშვილი
ეკა კალანდაძე
მაკა გურეშიძე
გიორგი დემეტრაშვილი
დიმიტრი გოგილაშვილი
ნინო ზაუტაშვილი
ლუკა ნოდაშვილი
ანდრია ნოდაშვილი
გიორგი ზაუტაშვილი
ჯოუ ჯენკინსი
ნათია სართანია
დევი ქოტუაშვილი

ვიქტორია ლობროჰოტოვა
მონა ოზინი
ლუკა მაისურაძე
თამარ მაისურაძე
გიორგი ციტაიშვილი
იკა ფერაძე
გიგი ბედინეიშვილი
ანა ბედინეიშვილი
ნინო სეფერთელაძე
ხათუნა აბრამიძე
არმანდ ვენგი
ოუინ ჯენკინს
გიორგი სართანია-ნიკოლსონი
თამარა ელისი
გიორგი ელისი
კეროლაინ გრაი
ადამ ბლუმი
მედიკო მღბრიშვილი
ნათელა ხარაბაძე
მაია სვანიშვილი
ზურაბ ყულჯანიშვილი
ქეთინო ჯაფარიძე
რომეო ხერხეულიძე
გიორგი ჩიქოვანი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი