
მას უკვე აღარ აქვს ენერგია, მეტ-ნაკლებად უჭირს და ერთულება კომუნიკაცია - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის 39-ე დღეს , რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
მიხელ სააკაშვილი არის შესამჩნევად დასუსტებული და ერთი შეხედვითაც, როგორც არასამედიცინო სფეროს სპეციალისტის მიერ, შესამჩნევია ჩემთვის, რომ მას უკვე აღარ აქვს ენერგია, მეტნაკლებად უჭირს, ერთულება კომუნიკაცია და ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონსილიუმის წევრების მიერ, პრეზიდენტის მონახულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ფონზე.
ის ამ ეტაპისთვის, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით აღარ იღებს არცერთ იმ ნივთიერებას, რომელიც უზრუნველყოფდა მისი სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას ბოლო დღეების განმავლობაში, რისი შედეგიც უკვე სახეზეა და ეტყობა ჩემი დაკვირვებით ოდნავ შეშუპება სახეზე, არის საკმაოდ სუსტად და ვფიქრობ, რომ უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი- ამბობს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატმა, ასევე ისაუბრა მეუფე ნიკოლოზის, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიერ გაცემული ლოცვა-კურთხევისთვის, რის შემდეგაც მეუფე ნიკოლოზმა, პრეზიდენტი აზიარა და სამკერდე ჯვარი გადასცა.
ასევე იხილეთ: