
"სტრატეგია აღმაშენებლის'' წევრმა, ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა.
გოგუაძე აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს იქამდე, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ .
ენერგიაზე ნამდვილად აღარ ვარ, როგორც დაწყების დროს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვარ და ბოლომდე ვაპირებ ამის გატანას. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ამ შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ან გამიტანენ, ან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ კლინიკაში. მე ჩემი ფეხით აქედან წასვლას არ ვაპირებ.
ელენე ხოშტარიასთან, ჩემი შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რაღაცნაირად ერთმანეთს ვაძლიერებ, ასეთი განცდა მაქვს. ერთმანეთს, რომ ვუყურებთ უფრო მეტი მოტივაცია გვაქს, იმის რასაც ვაკეთებთ -ამბობს გოგუაძე
მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით კი, პარტია ,,დროას'' ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-6 დღეა რაც შიმშილობს.
ასევე იხილეთ: