მამაკაცს, რომელმაც დღეს გორის საკრებულოს წინ სუიციდი სცადა თბილისში, დამწვრობის ცენტრში კატასტროფის ბრიგადით გადაიყვანენ. "გორმედში ამბობენ, რომ 40 წლამდე დავით შოთაშვილს სხეულის 30 პროცენტი აქვს დამწვარი. მან როგორც თავად თქვა, პროტესტის უკიდურეს ფორმას სუს-ის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შემდეგ მიმართა.
შოთაშვილმა უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი "ოცნების" აქტივისტი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბიუჯეტო ორგანიზაციაშიც მუშაობდა.
ის ფიგურირებს ორი წლის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევის საქმეშიც. მან ქვებით ოპოზიციური პარტიის გორის ოფისი, პატრულის თანამშრომლების თანდასწრებით დააზიანა.