"მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოს მანქანიდან გადმოიყვანეს ძალის გამოყენებით" | სახალხო დამცველის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

ომბუდსმენის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით გადაიყვანეს. გლდანის ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოვიდა მიხეილ ღოღაძე, რომელმაც მესამე პრეზიდენტი მოინახულა - "მისი განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით".

ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული, გლდანში მიყვანისას კი ის სასწრაფოს მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:

"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა გადმოსვლა ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით" - ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს.

ამავე თემაზე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი