
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანაზე განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტმა მე-18 დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ძვირადღირებული ტექნიკა დააზიანა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ამ ფაქტს მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება.
"მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი შესახლდა №18 დაწესებულებაში, მან როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება",- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე იმედის ეთერში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.