
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან.
მისი თქმით, გლდანის მე-18 სასჯელაღსრულებაში მკურნალობისთვის სათანადო პირობები არაა.
"სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ.
გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა",-წერს ნიკა სიმონიშვილი.
იხილეთ ასევე: