"1500-2000 ლარის გამო შეიძლება ასეთი რამე აკეთოთ?! არ "გიტყდებათ"?! | ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებს

გამოქვეყნდა:

"1500-2000 ლარის გამო შეიძლება ასეთი რამე აკეთოთ?! არ "გიტყდებათ"?! - ასე მიმართავს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი კანცელარიის მიმდებარედ შეკრებილ სამართალდამცველებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სამოქალაქო აქტივისტებს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცეს და პირი, რომელმაც ასფალტზე "თავისუფლება მიშას" დაწერა, დააჯარიმეს.

იმის დაწერაც არ უნდა რომ აქ "თავისუფლება მიშას" დაწერეს და საპოლიციო ძალები დაამატეს და ეს ხალხი უნდა გადაიღოთ თქვენ სახეზე. მათ დიდ უმრავლესობას ვიცნობ და მართლა მაინტერესებს გულწრფელად, არ ეუხერხულებათ, რომ მთავარსარდალს რუსები ფაქტობრივად სპეცოპერაციით... ჯერ გაიტაცეს, მერე დილეგში უპირებენ რომ მოკლან. მათ უმრავლესობას, მე ვიცი, რომ ნაბრძოლი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ არ ეუხერხულებათ, გულწრფელად მაინტერესებს, როგორ არ "უტყდებათ", ჟარგონზე რომ ვთქვათ... "1500-2000 ლარის გამო შეიძლება ასეთი რამე აკეთოთ?! არ "გიტყდებათ"?! - ამბობს ხაბეიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი