"ის აქ მოიყვანეს არა სამედიცინო მომსახურებისთვის, არამედ კრიმინალური ვენდეტისთვის" | ლევან ბეჟაშვილის საგანგებო განცხადება გლდანის ციხესთან

გამოქვეყნდა:

"ის აქ მოიყვანეს არა სამედიცინო მომსახურებისთვის, არამედ კრიმინალური ვენდეტისთვის" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი გლდანის ციხესთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს. 

ხელისუფლებამ მოტყუებით, პრაქტიკულად ყოველგვარი პროცედურების დარღვევით, მედიკოსებთან კონსულტაციების გარეშე, ადვოკატების მონაწილეობის გარეშე პირდაპირ მოტყუებით წამოიყვანა. მას უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამედიცინო კლინიკაში, მოტყუებით წამოიყვანეს არა სამედიცინო მომსახურებისთვის, არამედ კრიმინალური ვენდეტისათვის, რომელიც ჩვენ და საზოგადოებამ ყველამ ერთად ვნახეთ, რომ ამ წნეხის ქვეშ გაეტარებინათ და მორალურად გაეტეხათ, - ამბობს ბეჟაშვილი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი