
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს ამბობს. ამის შესახებ საუბარია მიხეილ სააკაშვილის მიერ გლდანის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა.
ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. სამედიცინო პერსონალთან არ ვთანამშრომლობ. შევხვდები მხოლოდ ჩემს პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი ერთმნიშვნელოვნად არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
იხილეთ ასევე: