
"მე დავსვი საკითხი ორი მიმართულებით - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და პატიმრის უფლებების დაცვა", - თქვა სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმიწფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ერიკა ოლსონთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საჭიროა უფრო ძლიერი რეაგირება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამჭვირვალე და საჯარო სასამართლო პროცესი ჩატარდეს.
"ვისაუბრეთ პოლარიზაციაზე და ძალიან შეშფოთებულები არიან ჩვენი პარტნიორები. მათი მხრიდან იყო კითხვა ჩვენი ხედვა რა არის. ჩვენი პოზიცია იყო, რომ პერსონალიზირებული სანქციები არის ბერკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა ამუშავდეს, იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებაზე რეალურად ზეგავლენა მოვახდინოთ.
მათ მოისმინეს ჩვენი ხედვა, ესმით ძალიან კარგად, რომ აუცილებელია პოლიტიკის გადახედვა, რასაც დასავლეთი ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში ახორციელებს და დარმუნებული, ვარ ჩვენი რეკომენდაციები ძალიან ნოყიერ ნიადაგზე დაეცა", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
ამავე თემაზე: