
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველძის თქმით, არ აქვს საფუძველი დაიჯეროს, გლდანის ციხის საავადმყოფოში იძულებით გადაყვანის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და სახალხო დამცველის განცხადებები სიმართლეს შეესაბამება.
როგორც მან აღნიშნა, მართალი ხელისუფლებაა და ვისაც არ სჯერა, ეს "მათივე პრობლემაა".
"სახალხო დამცველი შეესწრო ამას? სახალხო დამცველს უამბო სააკაშვილმა, სავარაუდოდ, ამის ნაამბობს გადმოცემაზე გვაქვს საუბარი ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის უდავო ჭეშმარიტება? თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ თქვენ არასდროს გინდათ, მიუხედავად იმისა, ჭეშმარიტება რომელ მხარეს არის, რომ მიჰყვეთ ხელისუფლებას და დაუჯეროთ ხელისუფლებას. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება მართალია. მე ვერ გეტყვით, რატომ მოიტყუება, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი.
თქვენ აბსოლუტურად უაპელაციოდ და უკრიტიკოდ ხართ განწყობილი იმ განცხადების მიმართ, რომელიც მოგაწოდათ ამ შემთხვევაში სააკაშვილმა. ამაშია პრობლემა. ამასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე გვექნება. თქვენ არ გინდათ, რომ მეტი სიცხადე გქონდეთ და გინდათ, რომ იყოთ ამ განცხადების ტყვეობაში", - ამბობს მიხიელ სარჯველაძე.
იხილეთ ასევე: