"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამა, გოგი ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დაპარტამენტს, ამერიკის საელჩოს საქართველოში და Human Rights Watch-ის ჰელმანისა და ჰამეტის ფონდის წარმომადგენლობას მიმართავს.
როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობის ერთ-ერთი პირველი გამკვალავი, როგორც კეთილი ნების ადამიანი, თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო საქართველოში შექმნილ მწავე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით:
ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ამის ერთ-ერთი აღმაშფოთებელი გამოვლენაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. დარწმუნებული ვარ, არ დარჩებით გულგრილნი და, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღებთ შესაბამის ზომებს საყოველთაო ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, - ნათქვამია გოგი ხოშტარიას მიმართვაში.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარია უკვე 7 დღეა, პარლამენტის შენობაში შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაა.
იხილეთ ასევე: