ექიმების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. ადგილზე შეკრებილი მედიკოსები პრემიერ ღარიბაშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.
ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. მათივე თქმით, შიმშილობის 40 დღის შემდეგ იწყება კრიტიკული დღეები და აუცილებელია, ის ქალაქის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში იმყოფებოდეს.
მედიკოსები მოუწოდებენ პრემიერს, შეასრულოს ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მოშიმშილე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გუშინ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე იხილეთ: