უსაფრთხოების სამსახური, იუსტიციის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო - ოპოზიციის სამოქმედო გეგმის კონტურები სულ უფრო მკაფიო ხდება. ამ სამ საჯარო უწყებასთან ხვალ ერთდროულად სამი საპროტესტო აქცია გამართება. მიხეილ სააკაშვილისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ოპოზიციური მუხტს სულ უფრო აძლიერებს და ლიდერები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, ჩაერთონ დაუმორჩილებლობის მოძრაობაში და მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან ხელისუფლების უზურპატორებს.
გეგმის დეტალებზე ოპოზიციის ლიდერმა სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტითან ისაუბრა. მაგრამ ყველა დეტალი არ გაუმხელია - "ქართულ ოცნებას" ხვალ მოულოდნელი სიურპრიზიც ელის. ოპოზიციის მხარდამჭერები კი უკვე რამდენიმე საათია დედაქალაქის ცენტრში არიან შეკრებილი და კიდევ ერთხელ ხმამაღლა აფიქსირებენ მთავარ მოთხოვნებს - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნები.
იხილეთ ასევე: