
"როცა დამნაშავე ხარ, როცა ტერორისტულად იტაცებ საქართველოს მესამე, უდანაშაულო პრეზიდენტს, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამას და მას წამების პირობებში ამყოფებ, შენი პირადი ცხოვრება შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ შენთვის, დანარჩენებისთვის ის ხელშეუხებელი აღარ არის" - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა, თქვა, რომ მას პირადი ცხოვრება აქვს.
"მთავარის" ჟურნალისტის კითხვა, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ძალის გამოყენებით გაყვანას შეეხებოდა.
"ბრეგაძემ განაცხადა, რომ მას პირადი ცხოვრება აქვს, იქნებ, მის წინამორბედს ჰკითხოს მე მაქვს თუ არა პირადი ცხოვრება, როცა ჩემ ნომერს აქვეყნებს. იქნებ მის გვერდით შენობაში პროკურორებს ჰკითხოს, ჩემი შვილების თვალთვალი მოსულა თუ არა, იქნებ ლილუაშვილს გადაურეკოს, ჩემი უკანონო მოსმენები მოსულა თუ არა.
პირადი ცხოვრება ბატონ ბრეგაძეს არც დასიზმრებია, მე რომ მქონდა დაწყებული, ჭამიდან დაწყებული, ყველა სხვა პროცესიდან დამთავრებული. პირადი ცხოვრება აღარ გაქვთ, ეგრე გადაწყვიტეთ თქვენ თვითონ. ასეა, ყველგან დაგხვდებიან, სადაც შეხვალთ, უბრალო ადამიანებიც, კამერებიც, ტელეფონებიც, ასეა როცა დამნაშავე ხარ, როცა ტერორისტულად იტაცებ საქართველოს მესამე, უდანაშაულო პრეზიდენტს, თანამედროვე საქართველოს დამფუძნებელ მამას და მას წამების პირობებში ამყოფებ, შენი პირადი ცხოვრება შეიძლება არსებობდეს, მხოლოდ შენთვის, დანარჩენებისთვის ის ხელშეუხებელი აღარ არის, ეს თქვენი პირადი არჩევანია, ყველასი, ვინც ამაი იღებს მონაწილეობას",-თქვა ნიკა გვარამიამ.
იხილეთ ასევე: