იდენტიფიცირებულია! მთავარმა დაადგინა პენიტენციური სამსახურის იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის წუთიდან მისი ფსიქოლოგიური ტერორი დაიწყო. ფულის გამოძალვის ბრალდებით გასამართლებული ძალოვანი ციხიდან ჯერ ამნისტიით გათავისუფლდა, გავლენინი ახლობლის კახი კახიშვილის დახმარებით კი გოგა ორდენიძე, დღეიდან მეტსახელად "ჩიტო" ნასამართლეობის მიუხედავად საჯარო სამსახურში დაბრუნდა.
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში შეტანილი წვლილისთვის ორდენიძემ გლდანის ციხის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიმსახურა, თავად მისი მფარველი კახიშვილი კი არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, ორდენიძესთნ კავშირს უარყოფს.
იხილეთ ასევე: