"ზუსტად ვიცი, რომ არცერთი ბრძოლის ეტაპი უკვალოდ არ გადის... დაუძლურება არის დანებება, შიმშილობა კი არის ბრძოლა!" - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს.
მისივე თქმით, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და მედიკამენტებსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი ეტყვის, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში უკვე 7 დღეა, შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
იხილეთ ასევე: