პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერები ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზეც დააკავა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება - სუს-ის მიმდებარე ტერიტორიის შემდეგ, პოლიციამ კიდევ კიდევ ორი ადამიანი ჯანდაცვის სამინისტროსთან დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი მამუკა გუგეშაშვილია.

სუს-სთან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან, სადაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციის აქციები დაიწყო,  სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი აქტივისტების და მედიის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილები. 

ადგილზე ამ წუთებში პოლიტიკოსები სიტყვით გამოდიან. აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებენ, საჯაროდ თქვას, რომ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა და იქ შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი