უზურპატორი ხელისუფლების ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ყველას იჭერენ, ვისაც უნდათ კიდებენ ხელს და იჭერენ, საპოლიციო ხელისუფლებაა, უზურპატორი ხელისუფლების ძალაუფლება დგას თოფიან ხალხზე. სუს-ი და პოლიციის მეტი დასაყრდენი ამათ აღარ აქვთ - აცხადებს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სუს-თან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას.

თავად ჯაფარიძეც ამ წუთებში უსაფრთხოების სამსახურთან იმყოფება, სადაც პოლიცია აკავებს ყველას, ვინც კი ტერიტორიაზე გაივლის - დაიღლებიან, უნდა გავწყვიტოთ წელში დაღლით - ამბობს ჯაფარიძე პოლიციაზე საუბრისას

არსებული მონაცემებით, სუს-თან 10-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

აქციები დედაქალაქის მასშტაბით ერთდროულად, სუს-ის გარდა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთანაა. 

აქციების მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი