
"ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ მესამე პრეზიდენტზე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კითხვის ნიშნებს აჩენს.
მაჭარაშვილი თანაგუნდელების მსგავსად, ომბუდსმენს "არაობიექტურობაში" ადანაშაულებს. რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ იქ საუბარი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვაზეა და ამას ხელისუფლება "ისედაც აკეთებს".
"სახალხო დამცველს თუ კითხვები გაუჩნდა, ეს პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან სამწუხაროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახალხო დამცველი არ არის ობიექტური. რაც შეეხება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, იქ წერია, რომ მისი უფლებები უნდა იქნას დაცული. გასაგებია მათი პოზიცია, ამას ვაკეთებთ კიდეც. თქვენ კითხულობთ ისე, როგორც გინდათ, რომ გაიგოთ", - თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო უზრუნველყოფა, ასევე, მას მოექცეს სამართლიანად საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე თემაზე: