ადვოკატებს ბოლო დროს დაჟინებული მცდელობა აქვთ ამ ხელოვნურ აჟიოტაჟის ატეხვის, თითქოს განგებ არ იმართება სხდომები, ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვის - ამბობს პროკურორი ჯარჯი წიკლაური, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე საუბრისას, რომელსაც ბრალდებული პრეზიდენტი არ ესწრებოდა.
მისი თქმით, როდესაც გახდა ცნობილი და სასამართლომ განმარტა, რომ ბადრაგირება ვერ ხდებოდა, მაშინვე მიმართეს სასამართლოს და შესთავაზეს, რომ პროცესი ჩატარებულიყო ციხის საავადმყოფოში, ან მიხეილ სააკაშვილი ჩართულიყო დისტანციურად.
როდესაც ჩვენთვის გახდა ცნობილი და სასამართლომ განგვიმარტა, რომ ბადრაგირება ვერ ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე, ჩვენ მაშინვე შევთავაზეთ სასამართლოს ჩვენი პოზიცია და შუამდგომლობით მივმართეთ, რომ მიგვეცა საშუალება მიხეილ სააკაშვილისთვის უშუალოდ მიეღო მონაწილეობა და ამისთვის მზად ვიყავით სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც კი ჩაგვეტარებინა პროცესი. ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა ბრალდებულისთვის შესაძლებლობა ტრანსლირების, დისტანციურად ჩართულიყო აღნიშნულ პროცესზე. - ამბობს პროკურორი
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს, ამისთვის პენიტენციურმა მიზეზებიც დაასახელა გავრცელებულ განცხადებაში.