"მიხეილ სააკაშვილის და სხვა ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ღირსება უნდა იყოს დაცული" | წილოსანი

გამოქვეყნდა:

საქართველო მესამე პრეზიდენტის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ეხმაურება. ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პატიმრის უფლებები და ღირსება უნდა იყოს დაცული.

ის არის გარკვეულწილად დეკლარაციული ხასიათის განცხადება. ჩვენც ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლებები და მათი ღირსება უნდა იყოს დაცული და დარწმუნებული ვარ ამ განცხადების შემდგომ, შესაბამისი სტრუქტურები, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვისაც უშუალოდ ევალება პატიმრების პენიტენიციურ სისტემაში მდგომარეობის კონტროლი და ყველანაირი უფლების დაცვა, რომელიც კანონით არის განსაზღვრული შესაბამის პასუხს გასცემს და ინფორმაციასაც მიაწვდის, - ამბობს წილოსანი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი