გადავდივართ ახალ საპროტესტო მოძრაობაზე, მშვიდობიანად მივალთ ყველგან, სადაც მკვლელები იკრიბებიან - ნიკა მელიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ სანამ ქვეყანას რეჟიმი მართავს, საპროტესტო მოძრაობა და ყოველდღიური მშვიდობიანი აქციები არ შეწყდება.

როგორც მელიამ სუს-თან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მივლენ ყველგან, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან და მათ შეახსენებენ, რომ "დამნაშავეები" არიან.

მისივე თქმით, ხვალინდელი სამოქმედო გეგმის დეტალებს მოგვიანებით გააჟღერებს.

"დიდი მათგანი, აქ ვინც პოლიციელია, ტყვეობაშია აყვანილი რეჟიმის მიერ, ესენიც გასათავისუფლებელი არიან, ასე შევხედოთ, ამ თვალსაზრისით შევხედოთ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ასეა. ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს, ნამდვილ პოლიციელს სიამოვნებდეს რეჟიმის მსახურებაში ყოფნა. [...] 

საზოგადოებას ძალიან საჯაროდ განვუცხადეთ, რომ გადავდივართ ახალ საპროტესტო ტიპის მოძრაობაზე, რომელიც გულისხმობს ყოველდღიურ აქციებს, ყველგან მისვლას მშვიდობიანად, ხაზგასმით მშვიდობიანად სადაც ეს მკვლელები იკრიბებიან, რათა ვუთხრათ, რომ არიან მკვლელები, სადაც ეს დამნაშავეები იკრიბებიან, ვუთხრათ, არიან დამნაშავეები", - თქვა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მორიგი აქცია სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

აქცია სუს-თან ინაცვლებს - ლილუაშვილის უწყებამ დაცვა გააძლიერა 

სუს-თან, აქციის მონაწილეს სავარაუდოდ ქვა ესროლეს - მამაკაცს თავი აქვს გატეხილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი