"ემსახურეთ სამშობლოს, ქვეყანას და არა კონკრეტულ პიროვნებებს" | სდსს-ის პოლკოვნიკის მიმართვა

გამოქვეყნდა:

"ნუ შეასრულებთ ქართველი ოფიცრის, მუნდირისა და ღირსების შემლახველ ბრძანებებს, იყავით ღირსეული მამულიშვილები და ემსახურეთ საკუთარ ერს და საქართველოს და არა კონკრეტულ პიროვნებებს", - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თადარიგის პოლკოვნიკი, ირაკლი ჭურღულაშვილი საუბრობს.

ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მისამართით გაკეთებულ მის მიმართვას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. 

მინდა მივმართო ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის ჩემს მეგობრებს, მეგობრებო ნუ შეასრულებთ ქართველი ოფიცრის, მუნდირისა და ღირსების შემლახველ ბრძანებებს, იყავით წინდახედულები , საღი და ცივი გონებით მიიღეთ გადაწყვეტილებები, იყავით ღირსეული მამულიშვილები და ემსახურეთ საკუთარ ერს და საქართველოს და არა კონკრეტულ პიროვნებებს. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თავისუფლება მიშას, - ამბობს ირაკლი ჭურღულაშვილი. 

ასევე იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი