"სირცხვილია": მიხეილ სააკაშვილი "ქართულმა ოცნებამ" ძალადობის, დამცირებისა და სიკვდილისთვის გაწირა...დუმილი უკვე დანაშაულია

გამოქვეყნდა:

დღეს “ქართული ოცნების” ხელით საქართველოში პუტინის რუსეთი მოქმედებს - წერს მოძრაობა "სირცხვილია" მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ხელისუფლების მოქმედებებთან, ასევე დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით:

"ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართულმა ოცნებამ” ძალადობის, დამცირებისა და სიკვდილისთვის გაწირა.

დღეს “ქართული ოცნების” ხელით საქართველოში პუტინის რუსეთი მოქმედებს.

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლა არა მესამე პრეზიდენტის, არამედ თითოეული მოქალაქის უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაა!

როდესაც ხელისუფლება უსამართლობასა და ძალადობას ნორმად აქცევს, დუმილი უკვე დანაშაულია!" ნათქვამია "სირცხვილიას" განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად დღეს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.

იხილეთ:


 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი