ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს უკვე 25 კილოგრამი აქვს დაკლებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო ფაზაში შედის. უფრო კონკრეტულად:
"მიხეილ სააკაშვილს უკვე დაკლებული აქვს 25 კილოგრამი. მას პრობლემები აქვს უკვე კალიუმთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული. მისი დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,7 და 2 არის უკვე ის მაჩვენებელი, რომელზეც ვითარდება ინფარქტი, ან ინსულტი. მას ჩემს შესვლამდე ჰქონდა ჰიპერტონიული კრიზი, ძალიან მაღალი წნევა, შესაბამისად ყოველი საათი მნიშვნელოვანია" განაცხადა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტი უკვე 42 დღეა საპატიმროში შიმშილობს. მან სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების შემდეგ, შიმშილობის შეწყვეტაზე მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა ამისთვის დათქმა აქვს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ხელისუფლებამ მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მაღალპროფილურ კლინიკაში უნდა უზრუნველჰყოს.