"46-ვე დაკავებულმა ზუსტად იცის, რისთვის იბრძვის... როგორ შეიძლება ოლიგარქს არ ესმოდეს, რომ დაკავებებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საუბრობს, სადაც ის გუშინ დაკავებულების პროცესზე, სოლიდარობის მიზნით მივიდა.
46 ადამიანი დაატყვევეს, არავინ იცის რის გამო. მიზანი ჰქონდათ ერთი, რომ შიში დაენერგათ, რომ მომდევნო დღეებში საპროტესტო მშვიდობიან მწვავე აქციებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მოდით ყველა, ვინც ინტერვიუს იძლევა, ვინც ადგილზე დგას, ვინც უბრალოდ გამოსულია, ვისაც მივწვდებით, ყველა დავაკავოთ. დააკავეს დეპუტატები, დააკავეს საკრებულოს წევრები, დააკავეს უბრალოდ გამვლელი ერთი ადამიანიც, რომელსაც არც კი ვიცნობთ, წარმოიდგინეთ.
ნერვებზე თამაშობენ მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ, რომ 46-ვე ადამიანი ბევრად ძლიერი გამოვა. და ამ 46-ვე ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის იბრძვის მშვიდობიანად და მტკიცედ. როგორ შეიძლება ოლიგარქს არ ესმოდეს, რომელიც არც კი ვიცით სად არის, დაკავებებით, მიტაცებულ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს, - თქვა ნიკა მელიამ.
იხილეთ ასევე: