"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - თავდაცვის ძალების თადარიგის სერჟანტის მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის სერჟანტი, დავით ხობუას მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მან სპეციალური მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ სამშობლოში გაუსაძლისი პირობების გამო ბოლო 7 წელია ემიგრაციაშია.

"საქართველოში არსებული გაუსაძლისი პირობების გამო, ბოლო 7 წელი ვიმყოფები ემოგრაციაში, ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, თავისუფლება ბატონ მიხეილ სააკაშვილს", - თქვა დავით ხობუამ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი